რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია პრემიერს: როცა საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფებზე გადადიან

ასეა, როდესაც ადამიანებს საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფებზე გადადიან. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა და მაშინ როდესაც იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, იმაში, რომ ჯერ გრეჩიხას „შნირი" იყო, ახლა ბიძინა ივანიშვილის „შნირია", უკაცრავად ჟარგონისთვის, ორივესგან ფულს იღებდა და დანაშაულს ჩადიოდა, მას საპასუხო არაფერი აქვს და შეურაცხყოფაზე გადადის. ძალიან მაინტერესებს, ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა, რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და შემიძლია, პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს. კვირიკაშვილის თქმით, "გვარამია კაცი რომ იყოს, ვუპასუხებდი".

კომენტარები