ვიზალიბერალიზაცია

სარიუშ-ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე შეფერხდება

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გავიმეორე ის დემოკრატიული დეფიციტი, რომელიც არსებობს, ესენია პოლიტპატიმრები, ზეწოლა მედიაზე, კერძოდ, რუსთავი 2-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე და პარლამენტის წევრებზე. შევთანხმდით, რომ ყველაფერი უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამასობაში ევროპაში სიტუაცია შეიცვალა, მექანიზმი, რომელიც დარღვევის შემთხვევაში უვიზო რეჟიმს შეაჩერებდა, ჯერ მზად არ არის. მაგრამ თუ საქართველო გააკეთებს უფრო მეტს დემოკრატიული დეფიციტის აღმოფხვრის კუთხით, უფრო მარტივად და სწრაფად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე შეფერხდება, თუმცა, ვიმედოვნებ, ზაფხულში ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის პრობლემას მოაგვარებს. არასწორად ესმით საქართველოში, გადაწყვეტილებას იღებს საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისია მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. რუსთავი ორის თარგმანი.

კომენტარები