რუსთავი 2-ის საქმე

კორძაია: უნდა დასაბუთდეს R2-ის საქმეში ყაველაშვილის ჩართვის აუცილებლობა

თუ ქალბატონ ყაველაშვილს მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს გამოცდა ჩაბარებული, მაშინ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 23-ე და 30-ე მუხლი, სხვა სპეციალიზაციის კოლეგიაში საქმის განხილვის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს თავმჯდომარე ან იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს იმას, რომ არსებობდა აუცილებლობა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. ამაში იგულისხმება ის, რომ არ უნდა შეფერხებულიყო მართლმსაჯულების განხორციელება. ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლობა უნდა გაირკვეს, დასაბუთდეს და შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა - რამდენად კანონიერი ან უკანონოა კოლეგიის ეს შემადგენლობა.

რესპუბლიკელი დეპუტატი თამარ კორძაია რუსთავი ორის საქმის მოსამართლე შორენა ყაველაშვილის სპეციალიზაციაზე.

კომენტარები