დაიცავი თავისუფლება

ჩერგოლეიშვილი: არავის უნდა მისცე შესაძლებლობა, ფეხქვეშ გაიგდოს კონსტიტუცია

რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა არის ის, რომ მივმართე ლიტველებს, მივმართე საერთაშორისო საზოგადოებას, ვერავინ ვერ გაიგო რა ხდებოდა. რატომ გიშლიან კონცერტის ჩატარებასო, მეკითხებოდნენ. ვერ ვუხსნიდი, რატომ მიშლიან. მაგალითად, რაბათის ციხის ადმინისტრაციამ სამხრეთის ციხის კარიბჭეს უთხრა, რომ ჩვენ აქ რუსი ტურისტები გვყავსო და რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ აქცია შეიძლება კარგი არ იყოსო. მერე იქ შიდა წყაროებიდან გავიგე, რომ თვითონ ახალციხის მერი იძახდა, რომ მე არაფერ შუაში ვარო, თბილისიდან მაქვს ინსტრუქცია, რომ არ ჩავატარებინო ეს კონცერტიო. არ ვიცი, რა მართალია, რა ტყუილი, მაგრამ ასეთი სასაცილო ვითარება შეიქმნა. ბუნებრივია, რომ არასამთავრობოებმა გააკეთეს განცხადება, ლიტველებმა გამოიჩინეს ინიციატივა, იკითხეს, რატომ შლით ამ ყველაფერსო. დაემთხვა, რომ ლიტვაში საქართველოს საელჩოში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბუნებრივია, ის ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ვინც ლიტვის მაღალი თანამდებობის პირები არიან, მათ მივაწვდინეთ ხმა, რომ აი ასე, თქვენი გადასახადის გადამხდელი რომ კამპანიისთვის ფულს გვაძლევს, საქართველოს ხელისუფლება გვიშლის ამ ყველაფერს. ისინიც მივიდნენ კითხვით ლიტვაში საქართველოს ელჩთან და დასვეს შეკითხვა, რაშია საქმეო. მოკლედ, დილა რომ გათენდა, ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ იქ შეიძლება ძალადობისთვის მიემართათ და ა.შ. არ ვაპირებდით უკან დახევას, იცით, რა განწყობაც მქონდა, მაგრამ კარგია, რომ ახალციხის მერიამ დაიხია უკან, რადგან სხვა შემთხვევაში იმდენად უკანონო, კონსტიტუციიდან ამოვარდნილი იქნებოდა ეს, რომ არ დავუშვებდი ამ უკანონობას, თუნდაც ამისთვის მე აღმოვჩენილიყავი გისოსებს მიღმა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ასე ადვილად გადაგიარონ და ფეხქვეშ გაიგდონ კონსტიტუცია

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. ახალციხის მერიამ პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ უფასო კონცერტი რაბათის ციხეში არ ჩაატარებინა. ადმინისტრაციამ დაიცავი თავისუფლებას საიჯარო გადასახადად სტანდარტულზე 10-15-ჯერ მაღალი ფასი დაუწესა. ახალციხის მერიამ დაიცავი თავისუფლებას კონცერტის ჩატარებაზე მესხეთის დრამატულ თეატრთანაც უარი უთხრა. ადგილობრივი ხელისუფლების უარის მიუხედავად, პლატფორმა დაიცავი თავისუფლებამ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან კონცერტი მაინც გამართა.

კომენტარები