ვანო მერაბიშვილის საქმე

უტიაშვილი: ეს არის განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ქართულ მართლმსაჯულებას

ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში ხელისუფლების ოპონენტების მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არ არის რომელიმე ენჯეოს გამოქვეყნებული რეპორტი, ეს არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ცხადია, ეს გავლენას იქონიებს ყველა იმ საქმეზე, ვთქვათ, ინტერპოლით ძებნილ პირებზე, იმ საქმეებზე, რომელიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მიმდინარეობს საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ზოგადად, ეს არის განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ქართული მართლმსაჯულების სისტემას. ამ განაჩენში წერია ის, რომ ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს სასამართლო ასეთ ადამიანებს ვერ განსჯის სამართლიანად. ეს არის აქ მთავარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები