რეფერენდუმი

ჯეჯელავა რეფერენდუმზე: ყველა ერს აქვს უფლება, გადაწყვიტოს ფასეულობების საკითხი

მე ვფიქრობ, რომ ყველა ერს, მათ შორის ქართველ ერს, აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს თავისი ფასეულობების საკითხი და ის, თუ მის კონსტიტუციაში რა ეწერება. ამიტომ რეფერენდუმი [კონსტიტუციაში ოჯახის ქალის და მამაკაცის ერთობად განსაზღვრის შესახებ] და ხალხის აზრის გამოხატვა, ჩემი აზრით, პოზიტიური მოვლენაა. მეორე საკითხია, რა შედეგი დაფიქსირდება ამ რეფერენდუმზე და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი არის ერთი მხრივ ტრადიციული და მეორე მხრივ - შემწყნარებელი სხვების ტრადიციებისა და წესებისა.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე.

კომენტარები