NATO-საქართველო

ხიდაშელი: არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს არ სჭირდება.

არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით, პრაქტიკული შემადგენლით არის ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რაც კი NATO-რომელიმე ქვეყნის ურთიერთობაში როდესმე შექმნილა. არანაირი MAP-ის მაგვარი, არავითარი დოკუმენტი  ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად, არც ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა იქნება ფაზები, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ეს არის, რასაც ველოდებით ვარშავისგან.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვარშავის სამიტის შესახებ.

კომენტარები