სავალდებულო გაწვევა

კვირიკაშვილი ხიდაშელს: ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება ბრიფინგებზე

თინას მხრიდან არის ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია. მიმართულება, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო. ეს იყო სააკაშვილის დროს მიღებული მიმართულება, რომ საქართველოში, შემდეგ უკვე იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს საყოველთაო გაწვევა. მაგრამ, ვინაიდან ასეთი შეთანხმება, ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიც არის რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, ვფიქრობ, ფინანსებთან არის დაკავშირებული... ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, რომ ზოგადად ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, ცნობილია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებზე თუ ბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატი, როდესაც ღებულობ ასეთ გადაწყვეტილებას, უნდა იყოს მინიმუმ კარგი უწყებათაშორისი  ტექნიკური მომზადება გავლილი. ამაზეა საუბარი და მგონია, რომ ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ და თინასაც ვურჩევ, რომ ჯობია, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თინა ხიდაშელის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო გაწვევაზე უარს ამბობს.

კომენტარები