ჯონ კერის ვიზიტი

ბოკერია: R2 არის ფუნდამენტი იმის, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული

სახელმწიფო მდივანი კერი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. ძალიან მკაფიო გზავნილი ორივე მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო გზავნილი მთელი საქართველოსთვის, პოლიტიკური კლასისთვის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის. ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი გვიქმნის. ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეს ორი საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ გავაძლიეროთ და ვიხსნათ ჩვენი დემოკრატია იმ საფრთხისგან, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის და გავაძლიეროთ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც ითქვა იგივე დეტალურად, რაც ითქვა საჯაროდ, რომ ტესტი არჩევნების დემოკრატიულობის არის ის, რა ხდება მედიაში და, კერძოდ, ამ შემთხვევაში, რა ხდება რუსთავი 2-ში. ამის გარშემო ბრუნავს, ეს არის ფუნდამენტი იმის, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული. და ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თავსმოხვეული პოზიცია კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც უჭერს მხარს ჩვენი მეგობარი შეერთებული შტატები. 

ენმ-ისს აგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები