ვანო მერაბიშვილის საქმე

პრეზიდენტი: არამხოლოდ მერაბიშვილი, არამედ, ქართული სახელმწიფოს იმიჯი დააზიანეს

ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ადამიანი დაპატიმრებულია, როგორც იცავს ნებისმიერი ყველაზე კანონმორჩილი ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია. როგორც სტრასბურგი ამბობს - მოხდა მერაბიშვილის უფლებების შელახვა. ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და ვინც ამის კვალობაზე საქართველოს ინტერესები შელახა და ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა იქნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებით და უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზე, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება. ვინც დაარღვიეს ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები, უნდა იქნენ შესაბამისად გამოძიებულნი და დასჯილნი, რადგან მათ არა მარტო მერაბიშვილი, არამედ, ძალიან კონკრეტულად დააზიანეს ქართული სახელმწიფოს იმიჯი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა არჩევანში.

კომენტარები