საკონსტიტუციო სასამართლო

რატიანი: ლოგიკურია, რომ პაპუაშვილს საუბარი არა პროკურატურასთან, პრემიერთან სურს

პროკურატურა დღეს პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული ქართული ოცნების ხელში და, ბუნებრივია, როცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ლოგიკურია. ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს. ეს ცალსახაა. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს და აქვს ნება პრემიერს, რომ შეცვალოს ვითარება. როგორც ვხედავთ, ამის არანაირი ნება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვდრა, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, თუ რა მიმართულებას ირჩევს პრემიერი - დარჩება მარიონეტად, თუ, საბოლოო ჯამში, შეძლებს და განახორციელებს იმ უფლება-მოვალეობებს, რაც უნდა შეასრულოს პრემიერმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი პრემიერისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრაზე.

კომენტარები