NDI-ის კვლევა

გოცირიძე NDI-ზე: შედეგები ქვეყნის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას გამოხატავს

ამ ხელისუფლების ოთხწლიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში და მისი გამოხატულებაა სწორედ ის შედეგები, რაც ამ კვლევით მივიღეთ. ქვეყანაში მძვინვარებს უმუშევრობა, მატულობს სიღარიბე, ხალხი სოციალურად დაუცველია, ვინაიდან არის ფასების ზრდა, დაბალი პენსიები, სიღარიბის განცდა, რომ უფრო უარესად ცხოვრობს ხალხი და ის, რომ დასაქმება ქვეყანაში არ ხდება. ეს ყველაფერი არის დაბალი ეკონომიკური ზრდის, ლარის გაუფასურების და ქვეყნის არაკომპეტენტური მართვის შედეგი. ამ პრობლემების გადაჭრაზე არის ორიენტირებული ჩვენი პროგრამა. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი უიმედობა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე NDI-ის კვლევის შედეგებზე.

კომენტარები