ქართული ოცნება

ხიდაშელი: პრემიერის გამოსვლებში ძალიან ბოლშევიკური ტექსტები მომრავლდა

როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დრო ჯგუფებად დაყოფისა, ეს საშიში ფრაზებია, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ქვეყანაში 70 წელი ვცხოვრობდით. იმას საბჭოთა კავშირი ერქვა, სადაც ერთი პარტია იყო. შემდეგ მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა ეს ამბიცია, შემდეგ აღორძინებას, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას. ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა... გიორგი კვირიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩემი ქვეყნის პროგრესი წარმომიდგენია, ამიტომ, მას ერთადერთი რამ შემიძლია ვურჩიო - არ ვიცი, მას ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტებია ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

კომენტარები