საკონსტიტუციო სასამართლო

კორძაია: საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ხელფასს იმაში უხდიან, რომ საქმე განიხილონ

სამარცხვინოა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა ვერ იკრიბება, როდესაც ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. უმთავრესია, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ მოქალაქეები ხელფასს სწორედ იმაში გვიხდიან, რომ პარლამენტის სხდომას დავესწროთ, მოსამართლეებს კი იმისათვის, რომ ეცალოთ საქმის განსახილველად. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულების მიმართ აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ჯანსაღად არ ვითარდება პროცესები. იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეკრება ნამდვილად შედგება და საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს საქმის განხილვას.

ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.

კომენტარები