რუსული ოკუპაცია

პრემიერი: დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს

დღეს 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ჩვენ ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდეს სისხლისღვრა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის,რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსულ ოკუპაციაზე.

კომენტარები