რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს

რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა თავისი მეზობელი ერის წინააღმდეგ. ეს შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ [დაკარგულ ტერიტორიებს] და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი - რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ, რანაირად შეიძლება, ბირთვულმა სახელმწიფომ თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს, ამის შემდეგ კი, შექმნას და აღიაროს რაღაცა კვაზისახელმწიფოები.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსულ ოკუპაციაზე.

კომენტარები