არჩევნები 2016

პრემიერი: 4 წლის განმავლობაში ყველა ნაბიჯი ქვეყნის სიყვარულით იყო ნაკარნახევი

 ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი, ჩვენ ვხედავთ რამხელა რესურსი არსებობს ქვეყანაში განვითარებისთვის. ჩვენ არ ვართ უშეცდომო, მაგრამ არცერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ ქვეყნის სიყვარულით არ ყოფილიყოს ნაკარნახევი. ეს არის ჩვენი მთავარი საამაყო და ჩვენ ასე ვაპირებთ მომავალი 4 წლის გაგრძელებას. ჩვენ გვჯერა და არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული, როგორიც ახლა ვარ, თუ რამდენად სწორია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე.

კომენტარები