გოგი თოფაძე

ცაგარეიშვილი: მხოლოდ თოფაძემ უთხრა "არა" ავადსახსენებელ ვარდების რევოლუციას

კომპანია "ყაზბეგში" ვმუშაობდი 7 წლის განმავლობაში, იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი ბატონ გოგი თოფაძესთან. ბატონი თოფაძე თავის დროზე ის ერთადერთი პოლიტიკოსი გახლდათ, ვინც უთხრა "არა" ავადსახსენებელ ვარდების რევოლუციას. მეც უარი ვუთხარი იმ ბალაგანს, რომელიც სააკაშვილმა შემდეგ ვარდისფრად შეღება 2003 წლის 23 ნოემბერს. სად იყვნენ სხვა ადამიანები, როცა გოგი თოფაძემ გაბედა ბიძინა ივანიშვილთან მისვლა და მის გვერდზე დადგომა. მის პოლიტიკურ გემოვნებას არ ვიზიარებ, მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ, ღმერთმა დამიფაროს, ვთქვა, რომ სტალინი იყო ამ ქვეყნის თავი და ბოლო, რომ უნდა ვიყოთ რუსეთის ფედერაციაში და ა.შ. ძალიან ახლოს ვიცნობ ბატონ გოგის, ვიცი მისი პოლიტიკური შეხედულებები და თავის დროზე, სწორედ ამიტომ, მათ შორის, და ბევრი მიზეზის გამო 2005 წელს დავტოვე "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".

თავსუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის უფროსი გია ცაგარეიშვილი გოგი თოფაძეზე.

კომენტარები