საკონსტიტუციო სასამართლო

ბასილაია: სამარცხვინოა, როდესაც ბესელია და ფოფხაძე საკონსტიტუციოზე საუბრობენ

სამარცხვინოა, როდესაც კორუმპირებული ბესელია და კორუმპირებული მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრობენ. ეს ადამიანები და მთელი ქართული ოცნება წლების მანძილზე საქართველოში სამართლის სისტემას არღვევენ, ანგრევენ და დღეს დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონი, რაც ამ ქვეყანაში დარჩა საკონსტიტუციო სასამართლო ფეხქვეშ გათელეს მათ და მათ მიერ კონტროლირებადმა მოსამართლეებმა, კორუმპირებულმა მოსამართლე ტურავამ, საერთოდ პროფესიული ღირსების არმქონე მოსამართლეებმა - სიჭინავამ, თავაძემ, ცაბუტაშვილმა, ფაფიაშვილმა ერთობლივად, სინქრონული მოქმედებებით გამოიწვიეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პარალიზება.

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებებზე.

კომენტარები