არჩევნები 2016

კალაძე: ბურჭულაძის დაპირება სოციალურად დაუცველების გაზრდაზე, არასერიოზულია

არ ვიცი, ახლა რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, თავს შევიკავებდი, მე ვფიქრობ არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 ათასი სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის, არ ვიცი, რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი. 

ვიცეპრემიერი კახა კალაძე პლატფორმა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომ "დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს".

კომენტარები