შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ერთ კაცზე მორგებული პოლიტიკა არ სჭირდება სახელმწიფოს

გუნდი [თავისუფალი დემოკრატები] მინდა ასე შევაფასო, რომ ისინი ერთ კაცზე მორგებულნი არიან და ცდილობენ, როგორმე არ უღალატონ ალასიანიას. ასეთი გუნდი, უფრო დიდი და უფრო ძლიერი, აგერ გვყავს ცხვირწინ და აგერ ვუყურებდით 9 წლის განმავლობაში. ერთ კაცზე მორგებული გუნდი იყო და ამ გუნდზე ამუშავებდნენ მთელ სახელმწიფოს. მივანიშნებდი გუნდის წევრებსაც, თვითონ ალასანიასაც და სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებსაც - არა, ასეთი პოლიტიკა და ასეთი პოლიტიკური პარტია არ სჭირდება სახელმწიფოს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ამჯერად ის გურიაშია.

კომენტარები