არჩევნები 2016

პრემიერი: რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიეთ ერთმანეთის სიძულვილი

ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლაგოდეხში, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის წარდგენისას.

კომენტარები