არჩევნები 2016

კორძაია: ხელისუფლებას უნდა ესმოდეს საკუთარი პასუხისმგებლობა საარჩევნო გარემოზე

წინა ხელისუფლებასავით ახლანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა სულ აკეთებს მითითებებს და უთითებს პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმის საკუთარი პასუხისმგებლობა. მთავარი აქ ის არის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს საკუთარი პასუხისმგებლობა და გუშინ სწორედ ამ [თამარ ჩუგოშვილის] განცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კამპანიის ფარგლებში მოხდა შეხლა-შემოხლა, ამიტომ მოდი, მიუთითონ შსს-ს, რომ იყოს მობილიზებული და დაიცვას წესრიგი.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია წინასაარჩევნო გარემოზე.

კომენტარები