არჩევნები 2016

ბურჭულაძე ლაგაზიძეზე: პატივმოყვარეობა ცოდვაა

ქალბატონ ხათუნაზე იცით, რას ვიტყვი, არის ორი ძალიან საინტერესო სიტყვა ქართულში, რომელიც თითქოს ერთმანეთს წააგავს, ეს არის თავმოყვარეობა და ეს არის პატივმოყვარეობა. თითქოს ერთი და იგივე სიტყვებია, მაგრამ ერთი არის ცოდვა და მეორე - ძალიან საჭირო რამ ადამიანისთვის. ადამიანი თავმოყვარე უნდა იყოს აუცილებლად, ვინც თავმოყვარეა, ის თავის თავს არ აკადრებს რამე ზედმეტს, და პატივმოყვარეობა არის უკვე ცოდვა - ეს არის, ვინც კარგავს თავმოყვარეობას, ის იწყებს პატივმოყვარეობას და ეს არის გარდამავალი. ადამიანი, რომელიც თავმოყვარეობას კარგავს, მერე უკვე ყველაფერზე ხელს აწერს.

სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე TV პირველის ეთერში, ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებების და მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

კომენტარები