დემურ სტურუას საქმე

მღებრიშვილი: სანამ მე მინისტრი ვარ, შსს ვერცერთ დამნაშავეს ვერ დააფარებს ხელს

მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ეტაპზეა გამოძიება. რაც შეეხება მფარველობას, აბსოლუტურად აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერცერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს, ვერ დააფარებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ... ზოგს აკავებენ ერთ კვირაში, ზოგს ერთ თვეში, ზოგჯერ ძებნის ღონისძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ის წარდგეს გამოძიების და მართლმსაჯულების წინაშე.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დემურ სტურუას საქმეზე.

კომენტარები