ბატონი ივანიშვილი, როდესაც ამდენ დროს უთმობს რესპუბლიკურ პარტიას და ძალიან აღელვებული ცდილობს, ისაუბროს იმაზე, რომ ჩვენ ვტყუით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად სიმართლეს ვლაპარაკობთ, იმიტომ, რომ ის ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა ამ დეტალების გახმაურებისგან. ჩვენ კი არ ვჭორაობთ, ჩვენ ვლაპარაკობდით ღიად ყველა პრობლემაზე... როდესაც უსამართლოდ გვირტყამენ, ჩვენ ბევრ ინფორმაციას გავახმოვანებთ და ვილაპარაკებთ საჯაროდ, ეს კი, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს... იცით, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები იმ გუნდში, რესპუბლიკური პარტიისგან განსხვავებით? რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი, იმას აკეთებენ და ისინი არასდროს არაფრის საქმის კურსში არ არიან იმიტომ, რომ მოლაპარაკებებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი აწარმოებდა ყოველთვის, ისინი ერთპიროვნულ მმართველს ემორჩილებიან, როგორც ფეოდალს, განსხვავება არსებითია და, რთქმა უნდა, ორგანულად მიუღებელნი გავხდით მათთვის.
tbl.ge/1vlu
დაკოპირდა
რესპუბლიკელი თამარ კორძაია ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შესახებ, რუსთავი ორის ეთერში.
ამავე თემაზე
- დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი გაათავისუფლეს
- ერთ-ერთ პირს, რომელიც ბერძენიშვილსა და სამნიძეს თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა
- პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ძალადობა – ბერძენიშვილზე თავდამსხმელს ბრალდება წარედგინა
- დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ერთი პირი დააკავეს
- "წმინდანს აგინებს შენი ძმაო, ვუთხარი, რომ ერეკლე არ იყო წმინდანი" - ბერძენიშვილი თავდასხმაზე