არჩევნები 2016

უსუფაშვილი: ერთი ნაციონალი სამ ოცნებას უდრის

ძვირფას ნაციონალებს ვეუბნებით, რომ ვერ მოგეხმარებით, ვერ დაგანებებთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ კარიდან წასული სააკაშვილი ფანჯრიდან შემოვუშვათ, ახლა რაიმე ფორმით. არ მოგცემთ ამის საშუალებას. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ პარლამენტში იმ მანდატებისთვის, რომ ეს ვერ მოახერხოთ და თუ ქართული ოცნება და ნაციონალები პარლამენტში მარტო დარჩნენ და მეტი არავინ იქნა იქ, აი მაშინ შეიძლება კიდე უფრო დიდი შანსი გაჩნდეს, იმ ვიღაცის ფანჯრიდან შემოსვლის, იმიტომ, რომ ნაციონალებს რომ ვხედავთ, აქვთ გამოცდილება, იციან მუშაობა შიგნით და გარეთაც. ერთი ერთზე დარჩენილი ნაციონალები და ოცნება ერთი ნაციონალი 3 ოცნებას უდრის. იმიტომ, რომ იმ ოცნებაში კვალიფიკაცია, პოლიტიკური უნარ-ჩვევები ჯერ არ არის, შეჭამენ იმ პარლამენტში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იმ პარლამენტში რომ არ ყოფილიყო თავისუფალი დემოკრატები, ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ, რა ვითარება იქნებოდა თანაფარდობაში ნაციონალებსა და ოცნებას შორის, გინდ პარლამენტის ტრიბუნაზე, ქუჩაში, ტელევზიაში, ან უცხოეთში. ამას რაღაც სჭირდება, რომ ამ ხალხს გავუმკლავდეთ

რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი

კომენტარები