ბოკერია: უმცირესობებს ვპირდებით ლეგიტიმური გზით ძალადობის აღკვეთას

თუკი 90-იანი წლების ბოლოს რელიგიური უმცირესობები სიძულვილის, მქადაგებლებისა და მოძალადეების მთავარი სამიზნე იყო, დღეს მთავარი სამიზნე ლგბტ თემია, თუმცა სხვა უმცირესობების პრობლემებიც აშკარაა. ეს ჯგუფი მთავარი მსხვერპლია. ნებისმიერი ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, მათი ძალადობისგან დაცვა. რაც არის და იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდითვის პრიორიტეტი, მეტ-ნაკლები წარმატებით შესრულებული, მაგრამ ერთ-ერთი პრიორიტეტი ნამდვილად იყო, რომ ძალადობა და მოძალადე ჯგუფები უნდა აღიკვეთონ. პირველი, რასაც ყველა ამ ჯგუფს ვპირდებით, არის ძალადობის აღკვეთა იმ ლეგიტიმური გზით, რაც ხელისუფლებას აქვს - თავისუფლების შეზღუდვით, თუკი ისინი ძალადობენ.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live-ში უმცირესობებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები