შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: დღეს პროკურატურა წელში გამართული, წარმატებული და ობიექტურია

მე თუ მკითხავთ, პროკურატურა დღეს არის ძალიან წარმატებული. თვალყურს ვადევნებ პირველი დღეებიდან და მახსოვს, რა პრობლემები იყო. კუბლაშვილის სასამართლო ელემენტარულს არ აფორმებდა, არ აძლევდა მუშაობის საშუალებას პირველი 2 წელიწადი. ლამის პროკურატურა ყველაზე საქილიკო გახადეს საქართველოში. იმიტომ, რომ პროკურატურა ბოლო განაჩენს ელის სასამართლოსგან - ეს არ ხდებოდა. დღეს პროკურატურა წელში გამართული და ძალიან წარმატებულია. ცალკეული გადაცდომები ყველა ქვეყანაში ხდება და შეიძლება აქაც მოხდეს, მაგრამ პროკურატურა არის ობიექტური და მაქსიმალურად ცდილობს არა პარტიაზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე, რომ თავისი როლი შეასრულოს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან.

კომენტარები