შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: საზოგადოებას არ ესმის, რომ საოცრებები გავაკეთე, აი, ბეწვის ხიდზე დავდიოდი

ჩემი განწყობა იყო თავშივე, რომ არცერთ შემთხვევაში უკანონოდ და სამართლის გარეშე არავინ არ დაისაჯოს, არ მოხდეს და არ განმეორდეს ისე, როგორც მოვიდნენ ქვების სროლით და რა გააკეთეს და როგორ ექცეოდნენ ხალხს... ეს არ უნდა განმეორებულიყო, თუმცა, კოჰაბიტაცია მოტანილი იყო უცხოელებისგან, ზოგჯერ მეც მაქვს გარკვეული იმედგაცრუება და წყენაც, მაგრამ ვისზე უნდა მეწყინოს, რაც მოვახერხეთ, მოვახერხეთ, იმდენი ვიშრომეთ, იმდენი... [წყენა, ის] შეიძლება, საზოგადოებას რომ არ ესმის, რომ საოცრებები გავაკეთე, აი, ბეწვის ხიდზე დავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა. განწყობა იყო ასეთი, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და სამაგალითოდ ჰყავდათ საქართველო ევროპაში და ამერიკაში, რომ საქართველოში შენდება საოცარი დემოკრატია და ეს განცდა ჰქონდა ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ დამოკიდებულება, მახსოვს, შოკში ვარდებოდნენ ჩემთან საუბრის შემდგომ, რომ თურმე კიდევ უნდა გაგრძელდეს პროცესები და შეიძლება, კიდევ ვინმე დაიჭირონ. აი, გაოგნებულები იყვნენ პარტნიორები და გულწრფელად გაოგნებულები იყვნენ. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები