ივანიშვილი: აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობ

გარწმუნებთ, გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რასაც ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ მტერი მოვედი, ქვეყნის დანგრევა და მიმართულების შეცვლა მინდა, გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობ, ნებისმიერ შეხვედრაში ეს გამოიკვეთება. ევროპელებთანაც გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება გვაქვს და აღფრთოვანებული არიან იმ რეფორმებით, რაც საქართველოში გატარდა. თუნდაც სტაბილურობით, მახსოვს ევროკავშირის ელჩთან ბოლო შეხვედრა - მომილოცა პირდაპირ, საოცრება ხდება საქართველოში. ჩვენ გავაღრმავეთ ურთიერთობა და ჭეშმარიტი ნდობა მივიღეთ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, GDS-ის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქო თავისუფლების მოედანზე საპროტესტო პარაკლისს ატარებს

კომენტარები