არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ჩვენ ვართ, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი ძლიერი ხალხი

ჩვენ ვერ დაგვაშინეს, პირიქით, უფრო განვმტკიცდით. ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული, ძალიან ძლიერი, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი ძლიერი, ძალიან პროფესიონალი და საქართველოს მოყვარული ხალხი... მე შემოვიარე ჩემს გუნდთან ერთად მთელი საქართველო, ჩემი სიცოცხლის მანძილზე ასეთი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი არ მინახავს... ამას სასწრაფოდ უნდა მოეღოს ბოლო და ჩვენ გვყავს გუნდში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის სპეციალისტები, სამართლის სპეციალისტები, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ამას მყისიერად შეცვლის. არ დასჭირდება ამას ლოდინი 2030 წლამდე, ეს შეიცვლება თვეებში და ამას ყველა იგრძნობს თავის თავზე.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩევლებს სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მიმართა.

კომენტარები