ლარის გაუფასურება

ხადური ლარზე: ეს არის მოკლევადიანი რყევები, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება

საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავე დროს, ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო, გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ, მე მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლარის კურსზე. ცნობისთვის, გუშინ ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 მლნ დოლარი რეზერვი გაყიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა.

კომენტარები