არჩევნები 2016

მღებრიშვილი მარნეულში დაკავებულებზე: ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები

პოლიტიკური ნიშნით დაკავება რას ნიშნავს, ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. მე დღემდე არავისთვის არ მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი. არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, ეს არის ყველაფერი გამოგონილი და ალბათ გაგიგიათ "თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა", მსგავსი არაფერი არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებზე.

კომენტარები