პარლამენტი ქუთაისში

ნარჩემაშვილი: პარლამენტის თბილისში გადმოტანა უპასუხისმგებლობა იქნება

ვთვლი, რომ შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება [პარლამენტის ქუთაისში გადატანა] თავის დროზე არ იყო კარგად გააზრებული ან რაღაც გარკვეული გარემოებებით იყო ნაკარნახევი. ვთვლი, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სხვა ღონისძიებებიც სჭირდებოდა ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევას. მაგრამ ახლა უფრო მეტად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება, თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ პარლამენტი გადაიტანოს ქუთაისიდან თბილისში.

ქართული ოცნების წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტის ქუთაისში ყოფნაზე.

კომენტარები