არჩევნები 2016

რურუა: ზურაბიშვილმა კამპანია სიცრუით დაიწყო, როდესაც დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგა

მან სიცრუით დაიწყო საარჩევნო კამპანია, როდესაც თავისი თავი მონათლა დამოუკიდებელ კანდიდატად, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მასზე მუშაობდა უზარმაზარი სახელისუფლებო რესურსი თავის გაყალბებით, თავის სუს-ით და დანარჩენი ხრიკებით, თავისი უკანონობებით. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიქნები მთაწმინდის წარმომადგენელი მაშინ, როცა ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ მან დიასპორაზე უნდა იზრუნოს, რაც სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია რატომ უნდა დიასპორაზე მზრუნველ ადამიანს მთაწმინდის ამომრჩევლის ხმები მიიღოს. ის არ ხედავს შეუზღუდავი ძალაუფლების საშიშროებას და მხარს უჭერს საკონსტიტუციო უმრავლესობას. უნდა ვაღიაროთ, რომ საკონსტიტუციო ძალაუფლება ცუდი იყო წინა მთავრობის პირობებშიც, თუმცა ეს საერთოდ კატასტროფა იქნება ქართული ოცნების ხელში.

ენმ-ის წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკოლოზ რურუა, მის კონკურენტი სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში - არჩევანი

კომენტარები