საკონსტიტუციო უმრავლესობა

აბაშიძე: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობას აღმშენებლობისთვის გამოიყენებენ

ქართულ სახელმწიფოს აქვს საკმაოდ ცუდი გამოცდილება საკონსტიტუციო უმრავლესობის, რომელიც იყო ბოროტად გამოყენებული ერთი პოლიტიკური ძალის და ერთი პიროვნების ხელში. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია ძალიან ბევრი მიმართულებით. გამოვთქვამ იმედს, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში (თუ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება) ეს საკითხი არ იქნება ბოროტად გამოყენებული და იქნება მიმართული ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებისთვის.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე დღევანდელ ბრიფინგზე. მან, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა მხარდამჭერებს მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკისთან დახურული შეხვედრა გამართეს.

კომენტარები