ქართული ოცნება

ენძელა მაჭავარიანი: მიყვარს ენძელა, ეს ყვავილი, ამოდის, ყინულს ჭრის უფლის ძალით

ჩემი სახელი ჩემი ცხოვრების სიმბოლოდ იქცა. ძალიან მიყვარს ეს პატარა ყვავილი. ამოდის, ყინულს ჭრის უფლის ძალით. ყინულზე ჩანს ნაზი ღერო, რომელსაც აქვს ულამაზესი თეთრი ყვავილი. თუკი ეს შემთხვევითი არ არის, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ყინულია დღეს გასაჭრელი ქართველი ხალხის ცხოვრებაში. და თუკი დამეხმარება ჩემი სახელი, ჩემი გამოცდილება, რომ ხალხის, საერთოდაც ადამიანი არ არის ცალკე გარიყული კუნძული, ყველა ადამიანის ცხოვრება გახდეს უკეთესი. მე ადამიანები მიყვარს და ვფიქრობ, ღმერთი შემაძლებინებს, რაღაც გავაკეთო მათი სამსახურისთვის.

ქართული ოცნების ახალი წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრობის კანდიდატი ენძელა მაჭავარიანი ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

კომენტარები