რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: ტურისტებმა ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა გაითვალისწინონ

მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ქვეყანაში უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია მართლაც კომფორტული, უსაფრთხო გარემო. ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე თვით უცხოელი ტურისტები. ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ბუნებრივია უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტისათვის, მოქალაქისათვის რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება. 

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, როსტურიზმის განცხადებაზე რუსი ტურისტებისთვის საქართველოში არსებული რისკების შესახებ.

კომენტარები