ლარის გაუფასურება

კვირიკაშვილი: ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს

დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტის მიმართულებით, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამოა, სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, გარკვეული რეგულაციების კუთხით, იმისათვის, რომ ლარის დასტაბილურებას და გამყარებას დავეხმაროთ. რამდენიმე დღეში გვექნება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ახალი ნაბიჯების გახმოვანება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყნაში პრინციპში, დადებითი პროცესით არის განპირობებული. მოხმარება არის გაზრდილი, ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასებია დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურებაზე

კომენტარები