საქართველოს მთავრობა

სამადაშვილი მთავრობაზე: როგორც ჩანს, ქვეყანაში დარჩება მძიმე ეკონომიკური კრიზისი

იმ კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არის შესული, საჭირო იყო სამოქმედო პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ქართულ ოცნებას არ ჰქონდა არც არჩევნების წინ და არ აქვს არც დღეს. მათ ასევე ვერაფერი შესთავაზეს ქართველ ამომრჩეველს სამთავრობო გუნდის განახლების თვალსაზრისით. არსებულ ვითარებაში ჩვენ არ უნდა მოველოდეთ რაიმე სასიკეთო ცვლილებას უახლოეს მომავალში და სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეყანა დარჩება სწორედ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელშიც ის შევიდა გასული 4 წლის მანძილზე.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

კომენტარები