არაფორმალური მმართველობა

ხუხაშვილი: ეჭვი მაქვს, თვითონ ხელისუფლება არ უშვებს ივანიშვილს

მე ჯერ არ მაქვს იმის განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის გადაწყვეტილების მიღების უნარიანი. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ამ ყველაფრისგან დისტანცირება მოახდინოს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ხელისუფლება არ უშვებს მას, იმიტომ, რომ თვითონ არ აქვს ეს უნარები განვითარებული. ვერ შექმნა ქართულმა ოცნებამ, ვერ განვითარდა ქართული ოცნება იმდენად, რომ ლიდერების გენერაცია მოეხდინა, ანუ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, მასშტაბური, სისტემური გადაწყვეტილების და შესაბამისად, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ვერ ჩამოყალიბდნენ ასეთი ლიდერები.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთავი ორის კითხვაზე, "სახელმწიფო გადაწყვეტილებები თანხმდება თუ არა სოლოლაკში".

კომენტარები