ლარის გაუფასურება

დუნდუა: გუშინდელი კურსი, 2.70 იყო ბანკების გამოწვეული

გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. პასუხი უნდა აგოს ყველამ გუშინდელი საქციელისთვის. გუშინ რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის, რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს, იგივე სავალუტო ჯიხურებში

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული საზოგადოება 20/30 ის ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები