გაზპრომთან მოლაპარაკებები

ქუმსიშვილი GAZPROM-ზე: ნულიდან მიღწეულ შეთანხმებას შეხედეთ და არა იმას, სადაც ვიყავით

გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა 1 იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა - ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა, ჩვენი გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან.

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაზე, რომ ქვეყანა 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

კომენტარები