ენმ-ის გაყოფა

ნოდია ენმ-ს: "ბალასტისგან განთავისუფლდნენ", მტვერი ჩამოიფერთხეს, აწი რას აპირებენ?

რაც ვნახე დარჩენილი ნაცმოძრაობის ლიდერთა გამონათქვამები, ყველა ერთ თემაზეა: "ნახეთ რა ცოტანი არიან".

ამის ანალიზი ასე შეიძლება: აწუხებთ, რომ საპარლამენტო ფრაქციის უდიდესი ნაწილი იქითაა; სიტყვა "ცოტას" აკვიატებული განმეორების მიზანი ამ წუხილის გადაფარვაა.

პირველი და კონკრეტული შეკითხვა, რომელზეც აწ უკვე არაერთიან ნაც. მოძრაობას მოუწევს პასუხი: ის რამდენიმე დეპუტატი, ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას? თუ აპირებს, რატომ: განხეთქილება ხომ პარლამენტში არშესვლის საკითხით დაიწყო?

ეს ამ განახლებული პარტიის პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. კარგი, "ბალასტისგან განთავისუფლდნენ", მტვერი ჩამოიფერთხეს, მაგრამ აწი რას აპირებენ?

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე წერს

კომენტარები