რუხაძე Gazprom-ზე: ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დაცვა ვერ მოახერხა

სხვა ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა ცინიზმს, იმ დამოკიდებულებას, როდესაც ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ფაქტობრივად, მთელი საქართველო პანიკაშია. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ითხოვს ინფორმაციას გაზპრომთან დაკავშირებით, რომელიც კრემლის პოლიტიკური იარაღია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს ამ დოკუმენტების გასაჯაროება, და ის ფაქტი, რომ ასე თავგამოდებით ცდილობს მინისტრი მის დამალვას, მე მიჩენს ეჭვებს, რომ ეს არის დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქვეყნის ინტერესების დაცვა გაზპრომთან ურთიერთობაში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი რუხაძე ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. კახა კალაძემ გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაზე პროტესტს "გამარგინალიზებული და არაპოპულარული პირების ისტერია" უწოდა.

კომენტარები