თარგამაძე პრემიერს: თქვენს სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, ფასი კი არის ნული

ეს [გიორგი კვირიკაშვილი] არის იმ ხელისუფლების მეთაური, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შეტევა განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. პოსტსაბჭოთა სირცეში სამაგალითო უსაფრთხოების სისტემა დაანგრიეს, პარალელურ რეჟიმში იჭერდნენ მათ, ვინც ეს სისტემა ააშენა და ახლა ციხეში უზით. 

კარგად მახსოვს, რას ამბობდა პრემიერმინისტრი ჩემი აფეთქების შემდეგ - ხელებს იშვერდა, რომ ამ ადამიანებს ვერ დაიცავს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა თუ საპარლამენტო იმუნიტეტი. რა იქნა ეს ყველაფერი, ბატონო პრემიერო? თქვენ ხომ დეპუტატი არ ხართ, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ხართ. თქვენს სიტყვას ფასი უნდა ქონდეს. ფასი კი არის ნული - რა იქნა გამოძიებაში ეს თქვენი ოპერატიული მასალა? ასეა ყველა თქვენი სხვა განცხადებაც. მინდა მივმართო პრემიერმინისტრს: თვენგან აღარც შეურაცხყოფილი თოვლი გამოვა, აღარც დილის შეურყვნელი ცვარი. როდესაც ოლიგარქმა დაგნიშნათ, იმთავითვე შერყვნილები იყავით. დღის წესრიგიდან უნდა ამოგვაგდონო. თქვენი დღის წესრიგი არის მაამებლობა პირველ რიგში ოლიგარქის, შემდეგ ოკუპანტის. დიახაც, იცოდეთ, რომ ამ დღის წესრიგიდან ამოგაგდებთ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას რუსთავი 2-ის ეთერში გამოეხმაურა. პრემიერმა ოპენენტები ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში დაადანაშაულა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები