გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: მამა გიორგის გარეთ ყოფნა საფრთხეს არ წარმოადგენს

მე არ ვიცი, რამდენად უწყობს კანონი ხელს და არის თუ არა ეს შესაძლებელი, მაგრამ მიუხედავად ამ მძიმე ბრალდებისა, მე მიმაჩნია, რომ გონიერება უნდა აღმოაჩნდეს ხელისფულებას და მამა გიორგი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, აი, ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული თავდები უნდა იქნას გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მაღალპროფესიონალურად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მიეცეს უფლება საქართველოს დატოვებისა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა საფრთხეს წარმოადგენდეს, ამას გამოვრიცხავ

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები