საქართველოს საპატრიარქო

ქანთარია: ჩვენი სულიერი სხეულის რღვევის საბაბი არავის არ უნდა მივცეთ

ვფიქრობ, თუ ის იდუმალების საბურველი ჩამოეცლება ეკლესიას, რის გამოც მორწმუნე თუ არამორწმუნე არის მოწიწებით და პატივისცემით გამსჭვალული ამ ინსტიტუტის მიმართ, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე დაიწყება ძალიან სახიფათო პროცესები. რეანიმაციის საშუალება მიეცემა უღმერთოთა კავშირს, რომლის ფარულ წევრებს დღეს შიგადაშიგ ვხედავთ. უფლის სახლის დისკრედიტაცია არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს არის არა მარტო ამ ინსტიტუტზე, არამედ მთელ საქართველოზე დარტყმა და ჩვენი სულიერი სხეულის რღვევის საბაბი, ნებსით თუ უნებლიეთ, არავის არ უნდა მივცეთ.

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები