გიორგი მამალაძის საქმე

მდინარაძე: რომელი საქმეც არ მოგეწონებათ, ყველგან საგანგებო პროკურორი დავნიშნოთ?

ხომ არ გავაკეთოთ ასე დღეიდან (ამას ირონიით ვამბობ) - რომელი საქმეც არ მოგეწონებათ ან მოგეწონებათ როგორც თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ ამ საქმეებზე, ან რომელ საქმეშიც თქვენთვის სასარგებლო გარკვეული ნიუანსები არ აღმოჩნდება, ასე დავადასტუროთ, რადგან კახიძე იტყვის, რომ "ეს არის ასე" და საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ, რომლებიც სათქვენოდ გამოიძიებენ ამ საქმეს?

ჩემი აზრით, საქართველოში ასეთი რამ აღარასდროს განმეორდება, ამას გასაგებია, რომ გარკვეული ძალები მიჩვეულები არიან, მაგრამ სასამართლოც, პროკურატურაც და ინსტიტუტებიც თავის სიტყვას იტყვიან, ობიექტურობაში დაარწმუნებენ საზოგადოებას.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატს ოთო კახიძეს მიმართავს. კახიძემ პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა და საგანგებო პროკურორის დანიშვნა მოითხოვა. მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე სწორედ საგანგებო პროკურორმა უნდა გამოიძიოს.

კომენტარები